Сообщения

Сообщения за ноябрь, 2018

მეცხრე დღის რეფლექსია

ბლოგზე ჩავაშენეთ საზიარო დაფა padlet-ი. გავეცანით გამჭოლ კომპეტენციებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში.ელექტრული სახელმძღვანელოს რესურსებში გავეცანით პროექტის ფასილიტაციას.ტრენერმა გაგვაცნო ფასილიტაციის კომპეტენციები. ბლოგზე ჩავაშენეთ პორტფოლიო. ტრენინგი იყო მეტად საინტერესო, დატვირთული მნიშვნელოვანი საკითხებით.მადლობა ქალბატონ ნინოს.

პროექტის პორტფოლიო

გაეცანით ჩემს ნამუშევარს და შეაფასეთ.

პროექტის იდეებისთვის

Изображение
COPY

მერვე დღის რეფლექსია

პროექტის გეგმაში გავწერეთ შესაბამისი პროცედურები. ტრენერმა გაგვაცნო  დღევანდელი დღის მიზნები. მოვიძიეთ რუბრიკები  და შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი რუბრიკა. გავეცანიტ დიფერენცირებული სწავლების მასალებს. შევქმენით საზიარო დაფა.  დღე იყო ნაყოფიერი. მადლობა ჩვენს ტრენერს.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. გავეცანით ტესტირების პროგრამას და შეფასების მეთოდებს, ასევე სქემებს. გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შექმნას და მათ განთავსებას საქაღალდეში. გავეცანით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას.

მეექვსე დღის რეფლექსია

საინტერესო დღე იყო. ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე. ასევე ვისწავლეთ გუგლის ფორმაშიგამოკითხვის  ფორმის შექმნა. ვიმუშავეთ წყვილებში და შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. გავეცანით სასწავლო რესურსების საიტებს.3.2.1.მეთოდის გამოყენებით დავსვით 3 შეკითხვა, 2 კომენტარი და 1 რჩევა.დღე იყო საინტერესო.

გამოკითხვა

გ Загрузка...

პროექტის პრეზენტაცია

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღეს ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე. განვიხილეთ შეფასების ინსტრუმენტები დაწვრილებით.ვისწავლეთ სლაიდების შექმნა. ვფიქრობ, ნაყოფიერად ვიმუშავეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ტრენერის არაჩვეულებრივ უნარებს გადასცეს ცოდნა ტრენინგის მონაწილეებს და გაუწიოს სწორი ფასილიტაცია.

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღე ასევე დატვირთული  და ნაყოფიერი იყო. თავდაპირველად გამოვკვეთეთ პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვები:ზოგადი-რატომ უნდა ვაკეთო ეს საქმე? თემატური-რა ვიცით სოფელ ანაგაზე? როგორ შეუძლია ადამიანს სოფლის შეცვლა? შინაარსობრივი კითხვები-რამდენი ეკლესიაა სოფელ ანაგაში? კითხვებიგადავიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში.გავეცანით შეფასების განსაზღვრას მოსწავბლეთა საჭიროებების დასადგენად.

მესამე დღის რეფლექსია

მოვახდინეთ21 საუკუნის უნარ-ჩვევების გამოყენებადი სიტრყვების დათვალიერება. სასწავლო შაბლონში ჩავამატეთ ეს სიტყვები.  გავეცანით 2 მოდულის 2 აქტივობას მოსწავლეთა გააქტიურება მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხებით, რომელიც მოიცავს ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ საკითხებს.  ვისწავლეთ კომენტარის დადება ,ბლოგზე ჩაწერა და პასუხის წაკითხვა.

ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია

    ტრენინგის  მონაწილეები  გავეცანით  ერთმანეთს,  განვიხილეთ  პროექტის  მიზნები,  გავეცანით  ტექნოლოგიების  გამოყენების  ეფექტურობას  სასწავლო  პროცესში,    21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევებს,  პროექტებით  სწავლების  პრიორიტეტებს,  შევქმენით  საქაღალდეები  გუგლ  დრაივში,  შევქმენით  ახალი  ბლოგი.