ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე. გავეცანით ტესტირების პროგრამას და შეფასების მეთოდებს, ასევე სქემებს. გავეცანით მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შექმნას და მათ განთავსებას საქაღალდეში. გავეცანით პრეზენტაციის შეფასების რუბრიკას.
საინტერესო დღე იყო. ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე. ასევე ვისწავლეთ გუგლის ფორმაშიგამოკითხვის ფორმის შექმნა. ვიმუშავეთ წყვილებში და შევაფასეთ ერთმანეთის პრეზენტაციები. გავეცანით სასწავლო რესურსების საიტებს.3.2.1.მეთოდის გამოყენებით დავსვით 3 შეკითხვა, 2 კომენტარი და 1 რჩევა.დღე იყო საინტერესო.
ტრენინგის მეოთხე დღე ასევე დატვირთული და ნაყოფიერი იყო. თავდაპირველად გამოვკვეთეთ პროექტის მიმართულების მიმცემი კითხვები:ზოგადი-რატომ უნდა ვაკეთო ეს საქმე? თემატური-რა ვიცით სოფელ ანაგაზე? როგორ შეუძლია ადამიანს სოფლის შეცვლა? შინაარსობრივი კითხვები-რამდენი ეკლესიაა სოფელ ანაგაში? კითხვებიგადავიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში.გავეცანით შეფასების განსაზღვრას მოსწავბლეთა საჭიროებების დასადგენად.
Комментарии
Отправить комментарий